23.06.2026

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ რიგით მე-18 სამთო-მოპოვებით ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მთავარი გზავნილი იყო „ნედლეულის იმპულსი“.

ფორუმი წიაღის სექტორსა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში არსებული აქტუალური საკითხების განხილვას დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა დარგის თანამედროვე გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ფორუმში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ამასთან, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ნედლეულის რესურსებთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების განხილვასა და რესურსების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

news-page-image