საერთაშორისო თანამშრომლობა

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან

საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს მნიშნელოვანი პროექტების განვითარებას

პარტნიორი ორგანიზაციები
საერთაშორისო ორგანიზაციები

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური (USGS) წარმოადგენს შეერთებული შტატების მთავრობის სამეცნიერო სააგენტოს. USGS-ის მეცნიერები სწავლობენ შეერთებული შტატების ლანდშაფტს, მის ბუნებრივ რესურსებსა და ბუნებრივ საფრთხეებს, რომლებიც მას ემუქრება.


ორგანიზაციის მუშაობა მოიცავს ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის დისციპლინებს.

სააგენტო დაარსდა 1879 წლის 3 მარტს. USGS მუშაობს და ორგანიზებას უწევს რიგ სპეციფიკურ სამეცნიერო პროგრამას, ობიექტს და სხვა ორგანიზაციულ ერთეულებს.


სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ს გეოლოგურ სამსახურს შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. თანამშრომლობის მიზანია სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება გეომონაცემთა მართვაში.

კანადის Prospectors & Developers Association (PDAC) არის სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და განვითარების მიზნით შექმნილი წამყვანი საზოგადოება. ასოციაციას გააჩნია 8000-ზე მეტი წევრი მსოფლიო მასშტაბით. PDAC-ს მისიას წარმოადგენს პასუხისმგებლიანი, ძლიერი და მდგრადი სასარგებლო წიაღისეულის წარმოების გლობალურად ხელშეწყობა.


როგორც სექტორის სანდო წარმომადგენელი, PDAC მხარს უჭერს საუკეთესო პრაქტიკას ტექნიკური, საექსპლუატაციო, გარემოსდაცვითი, უსაფრთხოებისა და სოციალური მოთხოვნების შესრულების მიმართულებით. ყოველწლიური PDAC ღონისძიება განიხილება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება სასარგებლო წიაღისეულის ინდუსტრიის მიმართულებით.

ბოლო წლებში 125 ქვეყნიდან 25000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო ღონისძიებას. PDAC წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებულია სამთო მოპოვებით და შესწავლით საქმიანობასთან და აერთიანებს სფეროში ჩართულ ადამიანებს, კომპანიებსა და ორგანიზაციებს.



დამსწრეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ტექნიკურ სესიებში, გაიარონ მოკლევადიანი კურსები და დაესწრონ საკომუნიკაციო შეხვედრებს. PDAC 4-5 დღე გრძელდება და დღესდღეობით, ის წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვანღონისძიებას სამთო-მოპოვებით ინდუსტრიაში. ააგენტო ყოველწლიურ ღონისძიებას 2019 წლიდან ესწრება.

საქართველო სამთო-მოპოვებით, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარებისათვის მთავრობათაშორის ფორუმში (IGF) 2019 წლის დასაწყისში გაწევრიანდა. IGF აერთიანებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესე საჯარო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად. მთავრობათაშორისი ფორუმი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს სასარგებლო წიაღისეულის მმართველობის გაუმჯობესებას.


ფორუმის ფარგლებში საქართველო, წევრის სტატუსით ყოველწლიურად ესწრება IGF-ის გენერალურ შეხვედრას. ყოველწლიურ შეხვედრაზე დელეგატები განიხილავენ და უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას და საუკეთესო პრაქტიკას. 

Ფორუმის ფარგლებში საქართველო, წევრის სტატუსით ყოველწლიურად ესწრება IGF-ის გენერალურ შეხვედრას. ყოველწლიურ შეხვედრაზე დელეგატები განიხილავენ და უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას და საუკეთესო პრაქტას. 

international-relation-banner
მიმდინარე პროექტები

მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს აქვს, როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული პროექტები