მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს მნიშნელოვანი პროექტების განვითარებას
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამეცნიერო სამსახური (USGS), წარმოადგენს ეკოსისტემის, მიწათსარგებლობის, ენერგეტიკული და მინერალური რესურსების, ბუნებრივი საფრთხეების, წყლითსარგებლობისა და მისი ხელმისაწვდომობის, დედამიწის მახასიათებლების აღმბეჭდავი სურათებისა და რუკების ძირითად და საჯაროდ ხელმისაწვდომ სამეცნიერო წყაროს.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამეცნიერო სამსახური თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან ობიექტური და მიუკერძოებელი სამეცნიერო ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით.
კანადის მაძიებელთა და დეველოპერთა საზოგადოება არის სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და განვითარების მიზნით შექმნილი წამყვანი საზოგადოება. ასოციაციას ჰყავს 8000-ზე მეტი წევრი მსოფლიო მასშტაბით, რომლის მისიაა პასუხისმგებლიანი, კონკურენტუნარიანი და მდგრადი წიაღითსარგებლობის ხელშეწყობა.
ასოციაცია მხარს უჭერს ტექნიკური, საოპერაციო, გარემოსდაცვითი, უსაფრთხოებისა და სოციალური მოთხოვნების შესრულების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.
სამთო, წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათაშორისი ფორუმი (IGF) ხელს უწყობს 80-ზე მეტ წევრ ქვეყანას, წიაღის სექტორისთვის ეფექტური კანონების, პოლიტიკისა და რეგულაციების შემუშავების გზით, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
IGF ეხმარება მთავრობებს მიიღონ ზომები ინკლუზიური და გენდერული თანასწორობის პრაქტიკის დანერგვის, ფინანსური სარგებლის ოპტიმიზაციისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. ფორუმის საქმიანობა ფარავს სამთო მოპოვების სრულ სასიცოცხლო ციკლს, შესწავლიდან საბადოს დახურვამდე და ყველა ზომის პროექტს.
2019 წლიდან საქართველო არის სამთო, წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათაშორისი ფორუმის (IGF) წევრი.
მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს აქვს, როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული პროექტები
UNDP-სთან თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით განახლდა მუშაობა წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგების მიმრთულებით, რაც გულისხმბობს წიაღის კოდექსის მომზადებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომებზე დაყრდნობით. დონორული მხარდაჭერის ფარგლებში აყვანილ ექსპერტებთან ერთად სააგენტოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა წიაღის კოდექსის პროექტის მომზადებაზე.