მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია
სააგენტო დაფუძნდა 2017 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის №565 დადგენილებით. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
01
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია
02
სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან გამოვლინების) შესაბამისი რუკების მომზადება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება
03
მოსალოდნელი განაშენიანების ფართობზე სასარგებლო წიაღისეულის არსებობა-არარსებობის შესახებ დასკვნის გაცემა
04
სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის მომზადება გეოლოგიური ფონდური მასალებით
05
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების – სალიცენზიო მოწმობების გაცემა
06
უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის(ების) წარმოება
07
სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის ფარგლებში ათვისების გეგმის დამტკიცება
08
წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
09
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება
10
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლის განხორციელება
11
საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა
სააგენტო შედგება 7 სტრუქტურული ქვედანაყოფისგან:
სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარატამენტის ფუნქციები:
• წიაღის სახელმწიფო ფონდის მართვის ინფორმაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
• სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების პასპორტიზაცია;
• გეოლოგიურ აგეგმვითი და ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარება;
• სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეულ ობიექტებზე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური შეფასებითი სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტების მომზადება.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
მერაბ ჩალათაშვილი
სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარატამენტის უფროსი
ლიცენზირების დეპარტამენტის ფუნქციები:
• მიწისქვეშა სივრცის გამოყენებისა და სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის კოორდინაცია;
• ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებში გაგზავნა/შეთანხმების პროცედურების გახორციელება;
• აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
• უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ირაკლი ნადარეიშვილი
ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი
სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის ფუნქციები:
• წიაღით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლი;
• წიაღით სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა;
• სალიცენზიო პირობების დარღვევის აღმოჩენის პირობებში, სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმების შედგენა.
გოჩა ფირცხელიანი
სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის ფუნქციები:
• წიაღის მდგრადი მართვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია;
• წიაღის მდგრადი მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის წინადადებების შემუშავება;
• დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესის კოორდინაცია;
• წიაღის მდგრადი მართვის საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და კანონმდებლობის სრულყოფის შემდგომი მიზნებისთვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება.
გალინა ბიწაძე
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი
ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები:
• სააგენტოს სრული ორგანიზაციულ უზრუნველყოფა.
• სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, კორესპონდენციის რეგისტრაცია, ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, საარქივო საქმიანობის წარმოება;
• ადამიანური რესურსების მართვის სისტემების მართვა, ამ მიზნით სააგენტოში მიმდინარე კონკურსების ორგანიზება;
• სააგენტოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების, შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და მივლინების შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
• საზოგადოებასთან ურთიერთობის, საჯარო ინფორმაციის გაცემის, სააგენტოს საქმიანობის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;
• სააგენტოს ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
• სააგენტოს ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია.
ელენე ქემაშვილი
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
იურიდიული სამსახურის ფუნქციები:
• სააგენტოს ძირითადი საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;
• შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სასამართლოებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სახელმწიფო დაწესებულებებსა, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
• სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი;
• საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციების მიცემა.
შორენა იოსებიძე
იურიდიული სამსახურის უფროსი
შიდა კონტროლის სამსახურის ფუნქციები:
ლევან ბუიღლიშვილი
შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწყებები: