გეოლოგიური ფონდის კატალოგი
ერთიანი სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის ელექტრონული ვერსია, სადაც დაცულია ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ყველა სახის გეოლოგიური სამუშაოების შესახებ.ვინაიდან გეოლოგიური ფონდური მასალები არის შედგენილი ძირითადად რუსულ ენაზე და საძიებო სისტემაც (კარტოტეკა) რუსულენოვანია, მისი გაქართულება წარმოქმნის მნიშვნელოვან პრობლემას პროგრამის საძიებო სისტემაში. აქედან გამომდინარე ვებ-გვერდზე ინფორმაცია მოცემულია რუსულ ენაზე.
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სალიცენზიო ობიექტი სააუქციონოდ მზადდება სათანადო გეოსაინფორმაციო პაკეტისა და ტოპოგრაფიული რუკის დახმარებით
სალიცენზიო ობიექტის სააუქციონოდ მომზადება ძირითადად ხდება ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე, გარდა ამისა, ასევე ხდება სააგენტოს ინიციატივით. ლიცენზიის მაძიებლის მიერ განაცხადის ელექტრონულად ატვირთვის შემდეგ განაცხადი გადის შემდეგ ეტაპებს:
პირველ რიგში ხდება ობიექტის წარმოდგენილი კოორდინატების მონაცემთა ბაზაში შეყვანა და დაფიქსირება, დგება სათანადო პასპორტი, რომელშიც ასახულია ის ხელისშემშლელი გარემოებები და შეზღუდვები, რაც შესაძლებელია დაბრკოლებად იქცეს ლიცენზიის გაცემის პროცესში ან საჭირო გახდეს შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმება.
ამავე დროს მიმდინარეობს წარმოდგენილი ობიექტის შესახებ გეოლოგიურ არქივში არსებული ინფორმაციის დამუშავება (კამერალური) და ყოველ კონკრეტულ ობიექტზე ხდება ადგილზე საველე გასვლა, რა დროსაც საველე ჯგუფი ამოწმებს და ვიზუალურად ათვალიერებს წარმოდგენილ კოორდინატებსა და მის მიმდებარე ტერიტორიას. საველე ჯგუფი ასევე აფასებს არსებულ გეოდინამიკურ და საინჟინრო გეოლოგიურ სიტუაციას, შესაძლებელია თუ არა წიაღისეულის მოპოვება.
ბოლო ეტაპზე ყველა მონაცემი იკრიბება და დგება გეოსაინფორმაციო პაკეტი, რომელიც შემოდგომი მსვლელობისთვის - აუქციონის გამოცხადებისთვის - ეგზავნება ლიცენზირების დეპარტემენტს.