სააგენტოს უფროსის განცხადებით, მთავრობათაშორისი ფორუმი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს სასარგებლო წიაღისეულის მმართველობის გაუმჯობესებას

17.11.2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი გვანცა ბიწაძე ჟენევაში სამთო, წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათაშორისი ფორუმის (IGF) მე-19 გენერალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.


როგორც ანდრო ასლანიშვილმა აღნიშნა, წლევანდელი გენერალური შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი სამთო-მოპოვებითი სექტორიდან მიღებული ენერგიის ტრანზიციის პროცესში სარგებლის გაზიარების შესაძლებლობები იყო.

შეხვედრას, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 80-ზე მეტი ქვეყნის, სამთო-მოპოვებითი სფეროს, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური შეხვედრა 12 თემატური სესიისგან შედგებოდა, რომელიც IGF-ის თავმჯდომარე გრეგ რედფორდმა გახსნა.

news-page-image