სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა, გვანცა ბიწაძემ ჟენევაში გამართულ გლობალურ სამთავრობათაშორისო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. შეხვედრა გაერო-ს გარემოს დაცვის ასამბლეის (UNEA) რეზოლუციას 5/12 “სასარგებლო წიაღისეულის და ლითონების მართვის გარემოსდაცვით ასპექტებს“ მიეძღვნა.
აღნიშნული ღონისძიება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების გამოვლენასა და სასარგებლო წიაღისეულისა და ლითონების გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გაძლიერებას ემსახურება, რომელიც შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგთან.
სამთავრობათაშორისო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს რეგიონული კონსულტაციების შედეგები. ასევე, ქვეყნებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილი წინადადებები.
სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა სენეგალის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ღირებულების ჯაჭვის ასპექტებთან დაკავშირებული დისკუსიის წარმართვაში და პლენარულ სესიაზე დამსწრე საზოგადოებას დასკვნითი ანგარიში წარუდგინა.