გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.
სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.vacancy.hr.gov.ge.
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ ვაკანტურ პოზიციებზე:
• სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102569?active=1
• იურიდიული სამსახურის სტაჟიორი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102575?active=1
სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, 3 თვის განმავლობაში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება საჯარო სამსახურში და გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა.
სტაჟირება დაიწყება 2026 წლის პირველ ოქტომბერს და დასრულდება 2026 წლის 31 დეკემბერს.