წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის კლასიფიკაცია და მარაგების შეფასების თანამედროვე სისტემაზე

13.10.2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოსა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ენერგეტიკის სამმართველოს (SED) ერთობლივი თანამშრომლობით რესურსების კლასიფიკაციისა და მარაგების შეფასების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა გაეროს ექპერტებს უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


news-page-image

ექსპერტებმა - სლავკო ვეკოსლავმა, ჰენდრიკ ფალკმა და ზოლტან ჰორიაზმა გაეროს კლასიფიკაციის (UNFC), ასევე CRIRSCO-სა და KGZ სისტემებზე მარაგების შეფასების და გამოთვლის სისტემის თანამედროვე სტანდარტებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, სხვა ქვეყნების პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით, გაეროს რესურსების ჩარჩო კლასიფიკაციის განხორციელების ეტაპებს. UNFC არის ენერგო რესურსების და ნედლეულის კლასიფიკაციის, მართვისა და ანგარიშგების საერთაშორისო მოდელი.

აღსანიშნავია, რომ წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის კლასიფიკაცია და მარაგების შეფასების თანამედროვე სისტემაზე გადასვლა.