LEPL NATIONAL AGENCYOF MINERAL RESOURCES
მედია

მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტო წარმოგიდგენთ ვიდეო რგოლს, რომელიც ასახავს სააგენტოს საქმიანობას


ფოტო გალერეა


სიახლეები


მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ახალგაზრდა გეოლოგებს სააგენტოში სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს

14.05.2026

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის წარჩინებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტში სტაჟირება გაიარონ.


სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გამართულ შეხევედრაზე სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ აღნიშნა, რომ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში სტაჟირება მოიცავს როგორც თეორიულ გადამზადებას, ასევე პრაქტიკულ საველე სწავლებას, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული უნარები რეალურ სამუშაო გარემოში განავითარონ.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დარგში ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრების მნიშვნელობაზე.

Learn more

სტუდენტების პროფესიული განვითარების მიზნით სააგენტოსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

07.05.2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

მემორანდუმს ხელი მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა მოაწერეს.


Learn more

აბელ აბესაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რესურსების მართვის კვირეულს დაესწრო

04.05.2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე ჟენევაში გამართულ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რესურსების მართვის კვირეულსა და რესურსების მართვის ექსპერტთა ჯგუფის მე-17 სესიას (EGRM-17) დაესწრო.

კვირეულის მთავარი თემა “მდგრადობის უზრუნველყოფა რესურსების მართვაში” იყო. სესიის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, პრეზენტაციები და დისკუსიები, რომლებიც გაეროს რესურსების ჩარჩო კლასიფიკაციის (UNFC) და რესურსების მართვის სისტემის (UNRMS) დანერგვის საკითხებს შეეხებოდა.

Learn more

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მუხათწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

24.04.2026

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც შერჩეულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ნერგები დარგეს. აქცია მიზნად ისახავს გარემოს დაცვის პროცესში თანამშრომელთა აქტიურ ჩართულობას. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის, აბელ აბესაძის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის და მწვანე სივრცეების განვითარების ხელშეწყობისთვის.

Learn more

სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე თურქეთში სამთო-მოპოვებითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

15.04.2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სტამბოლში გამართულ რიგით მე-12 საერთაშორისო სამთო-მოპოვებითი მრეწველობის გამოფენას დაესწრო. გამოფენის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გაცნობოდნენ სამთო-მოპოვებით სექტორში გამოყენებულ თანამედროვე ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ასევე გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ პროფესიული კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან.

Learn more

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცა

06.04.2026

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსმა აბელ აბესაძემ გეოლოგებს პროფესიული დღე მიულოცა და სააგენტოში დასაქმებულ სპეციალისტებს წიაღის სექტორის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, გეოლოგია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელიც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, სიღრმისეულ ცოდნასა და დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას.

Learn more

დავით სონღულაშვილმა მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსად აბელ აბესაძე წარადგინა

23.01.2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი უფროსი - აბელ აბესაძე ოფიციალურად წარუდგინა.

მინისტრმა ახლადდანიშნულ უფროსს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას.

Learn more

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ჟენევაში, IGF-ის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ

07.11.2025

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ნანა ზამთარაძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი გალინა ბიწაძე შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, სამთო, მინერალების, ლითონების და მდგრადი განვითარების მთავრობათაშორისი ფორუმის 21-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. 

Learn more

სააგენტოს წარმომადგენლები ქალაქ ალმათში საერთაშორისო გამოფენას ესწრებიან

19.09.2025

ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ალმათში ცენტრალური აზიის მინერალების და მეტალების (Mining & Metals Central Asia) 30-ე საერთაშორისო გამოფენა - „სამთო კვლევები და სამთო აღჭურვილობა“ გაიმართა.

Learn more

სააგენტოს წარმომადგენელმა ჟენევაში გამართულ გლობალურ სამთავრობათაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

13.09.2023

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა, გვანცა ბიწაძემ ჟენევაში გამართულ გლობალურ სამთავრობათაშორისო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. შეხვედრა გაერო-ს გარემოს დაცვის ასამბლეის (UNEA) რეზოლუციას 5/12 “სასარგებლო წიაღისეულის და ლითონების მართვის გარემოსდაცვით ასპექტებს“ მიეძღვნა. 

Learn more

თანამშრომლებს უნიფორმა, ტექნიკა და საველე აღჭურვილობები გადაეცათ

13.11.2023

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტისა და სალიცენზიო პირობების კონტროლის თანამშრომლებს, სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ახალი უნიფორმა, ტექნიკა და საველე აღჭურვილობები გადაეცათ

Learn more

0NaN.0NaN.NaN

Learn more

Agency representatives took part in the meetings of the Georgia-EU cooperation subcommittee

03.07.2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი გელაშვილი ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თემატური ჯგუფის - „სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობის“ მე-8 სხდომას დაესწრო. 

Learn more

0NaN.0NaN.NaN

Learn more

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჟენევაში მთავრობათაშორის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

17.11.2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი გვანცა ბიწაძე ჟენევაში სამთო, წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათაშორისი ფორუმის (IGF) მე-19 გენერალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

Learn more